×
სამშობიაროს სამოსი/ხალათები
საორსულე სამოსი
ლაქტაციაზე ადაპტირებული
სადღესასწაულო სამოსი
საჩუქრები
ნაქსოვი
Benefit Card
  • kombinizonamoms

    წესები და პირობები

    დოკუმენტის შესახებ

    აღნიშნული დოკუმენტი არეგულირებს  ურთიერთობას  შპს "კომბინიზონა"- სა (//405486585 ),(რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს საიტი WWW.KOMBINIZONAMOMS.GE ) და ამ საიტის საშუალებით მასთან (საიტთან) დაკავშირებული  მომხმარებლების ურთიერთობას. გაწვდით ინფორმაციას ონლაინ შეძენის, გადახდის, პროდუქციის უკან დაბრუნების, წუნდებული პროდუქციის გამოცვლის, ამ საიტის გამოყენებისგამოწერის, მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის და საიტის გამოწერის/გამოწერის გაუქმების შესახებ.

     WWW.KOMBINIZONAMOMS.GE  - ვინ ვართ ჩვენ და როგორ გვიპოვნი

    ჩვენ ვართ შპს "კომბინიზონა"- მულტი ბრენდირომლის ქვე-ლეიბლსაც წარმოადგენს "კომბინიზონამამსი", ჩვენი საიდენტიფიკაციო ნომერია 405486585, ჩვენი  მისამართია თბილისი, დიღომი, ანდრონიკაშვილის 1 . "კომბინიზონა" გახლავთ ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკის პირველი უნიკალური პროექტი და საავტორო უფლებები დაცულია საქართველოს/საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით. ჩვენთან დაკავშირება შეგიძლია  მეილზე:

    INFO@ KOMBINIZONAMOMS.GE  ISFGEORGIA1@GMAIL.COM, ასევე შეგიძლია მოგვწერო სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ინსტაგრამი, ლინკდინი) ონლაინ ჩათის საშალებით (რომელთა ღილაკებს მარტივად იპოვნი ჩვენს საიტზე) ან დაგვირეკო ტელეფონზე +995 577 48 28 88. ჩვენ ხელმისაწვდომები ვართ ყოველდღე შაბათ-კვირის ჩათვლით დილის 09:00-დან  ღამის 12:00-ის ჩათვლით.

    რას ნიშნავს ჩვენი ვებსაიტის გამოყენება?

    ჩვენი ვებსაიტის WWW.KOMBINIZONAMOMS.GE  გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ამ გამოყენების პირობებს და ეთანხმებით მათ დაცვას. თქვენს მიერ ვებსაიტის გამოყენება გულისხმობს თქვენს მიერ ჩვენს საიტზე სხვადასხვა პროდუქციის დათვალიერებას, შერჩევას, შენახვას პირად კაბინეტში ან პირდაპირ შეძენას. თქვენ გაქვთ 2 ოფცია - შეგიძიათ დარეგისტრირდეთ საიტზე, გახსნათ თქვენი პერსონალური პროფილი/კაბინეტიგახდეთ ჩვენი გამომწერი და მიიღოთ საინფორმაციო მარკეტინგული სიახლეები. ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ - რაც გულისხმობს მხოლოდ პერსონალური მონაცემების მოწოდებას (მეილისაკონტაქტო ტელეფონი, მისამართი) რათა საიტმა შეძლოს შეკვეთის მიღებარომელსაც შემდეგ ჩვენი გუნდი უნდა მოემსახუროსთუმცა არ მოხვდებით გამომწერთა სიაში და ვერც მუდმივი ფასდაკლებების, კამპანიების და განახლებული კოლექციების შესახებ მიიღებთ ინფორმაციას მეილზე/ესემესის საშუალებით.

    კონფედენციალურობა და ქუქის პოლიტიკა
    ჩვენი კონფიდენციალურობისა და ქუქი-ფაილების პოლიტიკა ასევე ეხება თქვენ მიერ ჩვენი ვებსაიტის გამოყენებას და თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებას. კონფიდენციალურობისა და ქუქიების პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, თუ დარეგისტრირდებით ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენში და ეთანხმებით ჩვენგან მარკეტინგული კომუნიკაციების მიღებას.

    თქვენს მიერ საიტზე რეგისტრაცია

    თქვენ  შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ანგარიში ჩვენთან, რაც გულისხმობს, რომ გვაწვდით სრულად ან ნაწილობრივ შემდეგ ინფორმაციას: პერსონალურ მონაცემებს როგორიცაა - სახელი, გვარი, ასაკი, მდგომარეობა (ორსული, ლაქტაციის პერიოდი, მომავალი დედა, მეგობრისთვის მსურს), იმეილი, საკონტაქტო ტელეფონი. ჩვენ გპირდებით და ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არ გადავცემთ გარეშე პირებს და მხოლოდ გამოვიყენებთ თქვენთან კომუნიკაციისთვის, რათა დაგეხმაროთ ჩვენი პროდუქტების უფრო სწრაფად შეკვეთაში, დაგეხმაროთ ხარვეზების აღმოფხვრაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გაგაცნოთ სიახლეები ან მოგაწოდოთ სხვადასხვა მარკეტინგული ინფორმაცია  თუ თქვენი სურვილიც იქნება.

    როდესაც შექმნით ანგარიშს, თქვენ იღებთ პასუხისმგებლობას, რომ:

     თუ არ გსურთ ანგარიშის გახსნა  უბრალოდ აირჩიეთ "შეკვეთა რეგისტრაციის გარეშე" თქვენი შეკვეთის განთავსებისას.

    ჩვენი პასუხისმგებლობა და ზარალის ანაზღაურების პოლიტიკა

    ნებისმიერი ტიპის ზარალირომელიც გამოწვეული იქნება საიტის გაუმართავი მუშაობის, ჩვენი (შპს კომბინიზონა/WWW.KOMBINIZONAMOMS.GE) არასწორი ლოჯისტიკის, უპასუხისმგებლო კომუნიკაციის, წუნდებული საქონლისრომელიც არ ექვემდებარება გამოცვლას, არ მოიპოვება სტოკშიან რაიმე ისეთი მიზეზის გამორომელსაც ვერ მოვუძებნით დასაბუთებულ არგუმენტაციას თქვენს წინაშე საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ავანაზღაურებთ სრულად. თქვენ კი, თქვენის მხრივ ვალდებული ხართ დაუყოვნებლივ და დროულად მოგვაწოდოთ ინფორმაცია მსგავსი  პრობლემების, არაკეთილსინდისიერი უკუკავშირის აღმოჩენის შემთხვევაში. ვიტოვებთ უფლებას მოვიხსნათ პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევებზეროდესაც ჩვენთან შეძენილი პროდუქცია დადასტურებულად ჩაბარდება  მომხმარებელს/გამომწერს და გაცდება ჩვენზე დაკისრებულ ვალდებულებებს (მიწოდების, პროდუქციის სანდოობის, ხარისხისკომუნიკაციის, ფასწარმოების, თანხის ჩარიცხვის, შეფუთვის, უსაფრთხოების მხრივ). 

    უკან დაბრუნების პოლიტიკა

    ნებისმიერი, ჩვენს საიტზე WWW.KOMBINIZONAMOMS.GE   თქვენს მიერ ონლაინ შეძენილი ნივთი არ აკმაყოფილებს თქვენს მოლოდინს, ამასთან ნივთი, რომელსაც აქვს იარლიყი და უვნებელი შეფუთვა - ექვემდებარება უკან  დაბრუნებას შეძენიდან 24 საათის განმავლობაში. ამისათვის  შეძენიდან არა უმეტეს  24 საათისა,  უნდა აცნობოთ ჩვენს კურიერს, უნდა მოგვწეროთ ოფიციალურ მეილზე INFO@KOMBINIZONA.GE  ან დაგვირეკოთ საკონტაქტო მობილურზე - 577 48 28 88/ 599 485788  და გააკეთოთ განაცხადი ნივთის დაბრუნებაზე. სხვა შემთხვევაში, ნივთი არ დაექვემდებარება დაბრუნებას. პროდუქციაში თქვენ მიერ გადახდილი სრული თანხა დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე შეტყობინებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. მოქმედებს ნივთის დაბრუნების ორი სისტემა. უბრალოდ გააჩნია, რომელი ტიპის საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. სასურველი ვარიანტის არჩევა შეგიძლიათ შენაძენის გაკეთებამდე. ნივთის შეძენის და დაბრუნების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მენიუში  ლინკზე  "შეძენა/დაბრუნება" 

    მასალის გამოყენების და საავტორო უფლებების პოლიტიკა

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ,რომ ჩვენს ვებ-საიტზე WWW.KOMBINIZONAMOMS.GE გამოყენებული ნებისმიერი ვიზუალური, ტექსტუალური მასალა გახლავთ საავტორო და წარმოადგენს შპს „კომბინიზონას“ საკუთრებას. ასევე, ინფლუენსერების პირად არქივს, ჩვენ გვაქვს მათ გამოყენებაზე შესაბამისი პირების წერილობითი თანხმობა და ნებისმიერი გარეშე (მესამე) პირის მიერ მათი გამოყენება ექვემდებარება ფინანსურ ჯარიმას, რომელსაც შპს „კომბინიზონა“-ს იურიდიული განყოფილება ინდივიდუალური შემთხვევების მიხედვით ადგენს. გთხოვთ, არ გამოიყენოთ ჩვენთან შეთანხმების /ბლოგერებთან/ინფლუენსერებთან შეთანხმების გარეშე ჩვენი მასალები, რადგან უკითხავად გამოყენებული ჩვენს საიტზე/სოციალურ გვერდებზე არსებული კონტენტის მინიმალური ზარალი იწყება საიტიდან მოპარულ კონტენტში განთავსებული პროდუქციის ხუთმაგი ღირებულებით ან/და მონაწილე ინდივიდების გადაღების პროცესში არსებული საათობრივი სარგოს ათმაგი ოდენობით.

    1.2. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავიცვათ  ჩვენი საიტი WWW.KOMBINIZONA.GE  კიბერ-შეტევებისგან, ვირუსებისგან. თუმცა სამწუხაროდ 100%-ით ვერ ვუზრუნველყოფთ საიტის, საიტის კოდის ვირუსებისგან დაცვას, რამაც შესაძლოა ჩვენი მომხმარებლებიც დააზიანოს ჩვენი სურვილის წინააღმდეგ. შესაბამისად, გთხოვთ, არ გამოიყენოთ ჩვენი საიტი უკანონო მიზნებისთვის, არ ატვირთოთ ვირუსები, არ ცადოთ კოდის ცვლილება, რადგან ეს სხვა მომხმარებლებსაც დააზიანებს. ვინაიდან შეუძლებელია გაუთვალისწინებელი შემთხვევების წინასწარ განჭვრეტა, გთხოვთ, თავად უზრუნველყოთ თქვენი სისტემის (საიდანაც საიტზე შემოდიხართ) ვირუსებისგან დაცვის პროგრამული უზრუნველყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ ავანაზღაურებთ თქვენს ზარალს.

    ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ჩვენი საიტი სისტემატურად ერთ რეჟიმში იმუშავებს, შესაძლოა განახლების, ჩანაცვლების ან რაიმე სხვა შიდა მიზეზით, მოხდეს საიტის პერიოდული გათიშვა, ცვლილება, ან რაიმე ტიპის შეფერხება, რის შესახებაც აუცილებლად იქნებით ინფორმირებული, თუმცა შესაძლოა მოხდეს ისეთი შეფერხება, რომელიც იქნება გაუთვალისწინებელი შემთხვევა და ამ შემთხვევაში, ჩვენ წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი ზარალის ანაზღაურებაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ასევე გაცნობებთ, რომ პასუხს ვაგებთ მხოლოდ საკუთარ მასალებზე და კონტენტზე, მხოლოდ წერილობით ან სატელეფონო (ჩაწერილი) ქოლ-ცენტრის საშუალებით არსებულ კომუნიკაციაზე და უმორჩილესად გთხოვთ, არ გაასხვისოთ პროფილი ან არ გამოიყენოთ რაიმე სხვა არაკანონიერი მიზნებისთვის, რამაც შესაძლოა დააზიანოს ჩვენი ან თქვენი რეპუტაცია.

    ამ დოკუმენტის სამართლებრივი სტატუსი

    აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული წესები და პირობები წარმოადგენს „კომბინიზონამამს"-ის მხრიდან იურიდიულად დამოწმებულ საიტის გამოყენების, საიტთან ურთიერთობის და ყველა შემავალი კომპონენტის აღსრულების სავალდებულო შეთანხმებას და მომხმარებლის მხრიდან რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში ავტომატურად შედის ძალაში.